Quantcast
Channel: მეან–გინეკოლოგია – GeoAnswer
Viewing all 2857 articles
Browse latest View live

ჰორმონები

$
0
0

ქალბატონო მარიამ, წინასწარ გიხდთ ბოდიშს თითქმის განმეორებითი შეკითხვისთვის
ვარ 28 წლის. ციკლი მაქვს 30 ან 32 დღიანი ამ 28 წლის მანძილზე არასდროს გადამცდენია 2 დღეზე მეტი, ბოლოს ციკლი მქონდა 23 მაისს,1 ივლისს ციკლის დაწყებიდან 40 დღეს გავიკეთე HCG. პასუხი 3.4, ფარისებრი ჯირკვალი ნორმაში, TSH ნორმაში(ფოლიკულიც უპრობლემოდ მისკდება 15 დღეს ზომით 22 მმ), ციკლი წამომივიდა დაწყებიდან 43-ე დღეს, ანუ 2 კვირის გადაცდენილზე (წინა ღამით ვიცხოვრე მეუღლესთან,მანამდე თავს ვიკავებდით, რადგან ორსულობაზე მქონდა ეჭვი).თქვენი რჩევით ჰორმონებია გამოსაკვლევი. მაინტერესებს ორი რამ:
1. თუ ადგილი აქვს ჰორმონალურ დარღვევას რამ გამოიწვია საშვილოსნოს ღრუს გადიდება (რაც აჩვენა მე-40 დღეს გადაღებულმა ეხოსკოპიამ)
2. რატომ მაინცდამაინც მეუღლესთან ცხოვრების მერე დამეწყო ციკლი უბრალოდ დაემთხვა თუ მეტყველებს იმაზე რომ შესაძლებელია ყოფილიყო ორსულობა?
ბოდიშს გიხდით ამდენი შკითხვებისათვის მაგრამ თქვენი პასუხი ჩემთვის უნიშვნელოვანესია


საკვერცხეები

$
0
0

ვარ 45 წლის,7 თვის გათხოვილი.18 წლის ასაკში ნერვიულობის ნიადაგზე შემიწყდა მენსტრუაცია,15 წლის განმავლობაში ვსვამდი ჰორმონალურ პრეპარატებს,რის შედეგადაც ჩვეულებრივ მქონდა ციკლი.მას შემდეგ რაც შევწყვიტე წამლების მიღება,მენსტრუაცია აღარ მქონია,თუ არ ჩავთვლით 2-3 შემთხვევას,როცა თავისით წამომივიდა ძალიან ნცირე რაოდენობით.მაინტერესებს,მაქვს თუ არა უფლება,ვიფიქრო დედობაზე?

ოვულაცია?

$
0
0

მოგესალმებით, ჩემი ბაზალური ტემპერატურა 28 დღიან ციკლში 1- 19 დღემდე არის 36.6 ეხოსკოპისტმა მითხრა რომ კვერცხუჯრედი სკდება მე14 დღეს. ხოლო ტემპერატურა იწევს მე19 დღიდან და ციკლის ბოლომდე არის 37 გრადუსი. თუ კვერცხუჯრედი სკდება რატომ არ იწევს ტემპერატურა? სწორად ვიზომავ. წესების დაცვით. ცოტა პროლაქტინი მქონდა მაღალი და ორი აბი დოსტინექსი საკმარისი იყო რომ ნორმაში ჩამდგარიყო. გახდა 7.7 ნორმა15. გაკეთებული მაქვს ტსჰ, ფტ4 ანტი ტგ. ნორმაში მაქვს.ანტი ტპო მქონდა ცოტა მაღალი და ვსვამ ეუთიეროქსს. ვეღარ გავიგე ხდება თუ არა მართლა ოვულაცია. მომწერეთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი რომ ტემპერატურა არ იწევს.

მენსტრუაცია გადამიცდა

$
0
0

გამარჯობათ, წინა თვეში 4 ივნიის მქონდა ბოლო მენსტრუაცია…..ამ თვეში არ მომსვლია.ტესტი არ აჩვენებს..არა და სიმპტომები იგივე მაქვს რაც მენსტრუაციის დროს.მკერდის გამაგრება და გადიდება.შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროსაც მქონდეს იგვე ნიშნები და რამდენ ხანში აჩვენებს ტესტი?

მაინტერესებს

$
0
0

მაინტერესებს რომელი ჯობია მილების გადაკეტვა თუ მთელი ცხოვრება კონტრაცეპტივის სმა,რა უარყოფითი და დადებითი აქვს ერთსა და მეორეს

გოგონა თუ ბიჭი

$
0
0

თუ შეილება გამოთვლით განსაზღვრო წინასწარ სქესი.რამდენად შეესაბამება სიმართლეს სხვადასხვა გამოთვლები?

ბაქტერიული ვაგინოზი

$
0
0

გამარჯობათ,

მაქვს ბაქტერიული ვაგინოზი თითქმის სამი თვეა. ვიყავი გინეკოლოგთან გამსინჯა თავიდან ბოლომდე და გამომიწერა ანტიბიოტიკი. 3 ცალი სანთელი, რაღაც პერიოდი მიშველა და სქელი გამონადენი და მყრალი სუნი არ მქონდა მაგრამ რაგაც პერიოდის შემდეგ ანალოგიური პრობლემა განმეორდა. შემდეგ კიდევ ვიკეთებდი 3 დღე სანთელს მაგრამ არ მიშველა. იქნება მითხრათ როგორ ვიმკურნალო ბაქტერიულ ვაგინოზზე. არც საპნით და არც დუშგელით არ ვიბან კვედა ტანს. ვიყენებს სპეციალურ გელს.იქნება დამეხმაროთ და მირჩიოთ რა გავაკეტო. უღრმესი მადლობა წინასწარ

ანთებითი პროცესი

$
0
0

გამარჯობა! 1 თვეა გათხოვილი ვარ,წინა კვირას ფეხი დამისველდა და თეთრი გამონადენი შევამჩნიე, დღემდე მაქ მცირე რაოდენობით,რას მირჩევთ? საგანგაშო ხომ არაა? რამე მედიკამენტი მირჩიეთ…


მზე და ზღვა

$
0
0

მოგესალმებით ბოლო 5 თვის განმავლობაში მენსტრუაცია მომდის ზუსტად (24 დღიანი მაქვს 4დღე)ეხლა ვარ ზღვაზე და 22-ე დღეს მომივიდა თან ცოტა და 3 დღე ,შესაძლებელია იყოს მზის და ზღვის ბრალი?

სპირალი

$
0
0

სპირალის შეახებ რას გვეტყვით რომელია ყველაზე კარგი და მისიჩადგმის შემთხვევაში რაუნდ გავითვალისწინოთ რამდენას საფრთხილოა?

ჰორაგონი

$
0
0

ჰორაგონის ნემსის გაკეთებიდან რამდენი დღე უნდა გავიდეს რომ შარდში არ იყოს ჰორიონული გონადოტროპინი დარჩენილი?

მშობიარობა

$
0
0

მოგესალმებით,36 კვირისამ გავიკეტე ექოსკოპია და მიტხრეს რომ ნაყოფი არის 2.500კილოგრამი,რამდენად ზუსტია ეხოს პასუხი წონათან დაკავშირებით და არის თუ არა ეს წონა ცოტა,და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს,ეხლა უკვე ვარ 37 კვირის და ამ ბოლო დგეებში რამოდენიმეჯერ ღამით მქონდა სპაზმური ტკივილი მხოლოდ მუცლის მარჯვენა ნახევარსფეროში რომელიც გაგრძელდა დაახლოვებით ნახევარი საათით,ისეტი ძლიერი ტკივილი იყო რომ ვეგარ ვსწორდებოდი რომ ავმდგარიყავი დაბლამარჯვენა საკვერცხესთან,შემდეგ გამიარა,ეს შეიზლება წინასამშობიარო ტკივილად ჩაითვალოს? მადლობა წინასწარ

ჰორმონები

$
0
0

გამარჯობათ, თმა ძალიან შემითხელდა თავის ზედა ნაწილში, ვარ 40 წლის. დერმატოლოგთანაც ვიმკურნალე, ფარისებურის პრობლემაც გამოირიცხა. მხოლოდ ტესტოსტერონზე რომ გავიკეთო ანალიზი, შეგიძლიათ პასუხის შედეგად მირჩიოთ როგორ მოვიქცე.

მოსშლა ნაყოფის

$
0
0

როგორ სჰეიდლება 1 დგის გადაცილებული ნაყოფის მოსჰლა?რა პრეპარატიტ?

ბიბი ტესტი

$
0
0

გამარჯობათ! მენსტრუაციის მოსვლამდე 6 დღით ადრე გავიკეთე “ბიბი” ტესტი. ერთი ხაზი გაწითლდა, ხოლო მეორე ხაზი კარგად დაკვირვებით ძალიან მკრთალად ჩანს. შეიძლება, რომ ორსულობა იყოს?


ტოქსოპლაზმა

$
0
0

ვარ 9 კვირის ორსული, ვირუსებზე გამოკვლევის შედეგად M ფორმებში აღმომაჩნდა ტოქსოპლაზმაზე დადებითი შედედი მაჩვენებელი 1.7, რამდენად საშიშია ეს მაჩვენებელი და რა რისკები არსებობს?

ღებინების გრძნობა მაქვს და სიმაგრე და ტკივილი მუცელთან და რისი ბრალი იქნება?

$
0
0

გამარჯობათ შეკითხვა მაქვს.ტესტი გავიკეთე 2ჯერ,პირველზე მეორე ხაზი მკრთალად გამოჩნდა.მეორეზე უკვე კარგად ეტყობოდა.შემდეგ 3დგიანი სისხლდენა მქონდა ეხლა კიდე გადაცდენა მაქვს. ღებინების გრძნობა მაქვს და სიმაგრე და ტკივილი მუცელთან და რისი ბრალი იქნება?

სავარაუდო ორსულობა

$
0
0

გამარჯობათ.10 ივნისს მქონდა ციკლი.ამ თვის 7–ში კი თავდაუცველი ურთიერთობა.მას შემდეგ აღარ მომსვლია.შესაძლებელია თუ არა ორსულად ვიყო? და თუ შესაძლებელია რითი უნდა დავადასტურო ასეთი ვადის ორსულობა?

საკვერცხეების კაუტერიზაცია

$
0
0

გთხოვთ განმიმარტოთ,რას ნიშნავს საკვერცხეების კაუტერიზაცია?როდის არის მისი ჩატარება აუცილებელი?რა მოაქვს შედეგად და თუ არის იმის საშიშროება,რომ საკვერცხე უფუნქციოდ იქცეს?

შეიძლება თუ არა მხოლოდ დათვალიერებით დაისვას პაპილომა ვირუსის დიაგნოზი?

$
0
0

მოგესალმებით, შეიძლება თუ არა მხოლოდ დათვალიერებით დაისვას პაპილომა ვირუსის დიაგნოზი. არც პაპ-ტესტი და არც ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი ამ ვირუსს არ ადასტურებს. გმადლობთ

Viewing all 2857 articles
Browse latest View live




Latest Images