Quantcast
Channel: მეან–გინეკოლოგია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 2857

პროლაქტინი

$
0
0

გამარჯობათ! 2013 წლის ნოემბერში პირველი ორსულობისას მომიწია აბორტის გაკეთება, რადგან ნაყოფის გულის ცემა არ ისმოდა გესტაციური ვადით ათ კვირაზე, ნაყოფი კი იყო 7 კვირის…2014 წლის მარტში მეორე ორსულობისას მუცელი მომეშალა გესტაციური ვადით ექვს კვირაზე, მაგრამ ნაყოფი ისევ არ შეესაბამებოდა გესტაციურ ვადას და უფრო პატარა ჩანდა ეხოზე…ამ პერიოდში რათქმაუნდა გავიკეთე ანალიზები…აბსოლიტურად ყველაფერი რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, ყველაფერი წესრიგში მაქვს გარდა პროლაქტინისა რომელის ნორმები 102-496 uIU/ml -ია და მე მაქვს 849,4….ამ ანალიზის წინა პერიოდში მქონდა სეზონური ალერგია და შესაბამისად ვიღებდი ალერგიის წამლებს, მაქვს დაბალი გემოგლობინი 105 და ასევე ბენერვონი დამინიშნა ექიმმა, რომელიც ცოტა არეულად ვსვი…ასევე ძალიან გადატვირთული ვიყავი სამსახურის მხრივ …ციკლი ძალიან მოწესრიგებული მაქვს და მკერდიდან გამონადენი არ მაქვს, რამდენად ექვემდებარება მკურნალობას ასეთი მაღალი პროლაქტინი? და კიდევ ექიმმა დამინიშნა თანდაყოლილი თრომბოფილის ანალიზი (იმედია სწორად ვამბობ) და თუ ეს ანალიზიც არ იქნება წესრიგში თუ ექვემდებარება მკურნალობას…და რა პერიოდი ჭირდება ამ ყველაფერს დაახლოებით? გმადლობთ წინასწარ ყურადღებისთვის :)


Viewing all articles
Browse latest Browse all 2857

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>