გამარჯობათ. ვარ 34 წლის, გათხოვილი. მენსტრუაციამდე 4 დღით ადრე ამტკივდა მარჯვენა მკერდი, გადამცემს ბეჭში, მხარში და იღლიის ფოსოში, სუსატ გამოხატული მაქვს ტკივილი მარცხენა მკერდში. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ ძუძუთი როცა ვკვებავდი ბავშვს, უფრო მარჯვენა მკერდში მიდგებოდა რძე. ასევე მიშეშდება და მიმაგრდება მარჯვენა მკჯერდის ძუძუს თავი. არანაირი სიკვრივე და გამონადენი არ მაქვს. ეხლა მე – 3 დღეა მენსტრუაციის (სულ 5 დღიანი მაქვს) მარჯვენა მკერდში ტკივილი ისევ მაქვს. აქვე მინდა ავღნიშნო რომ მაქვს ნევროზული ფონიც, შიშები, სულ მგონია რომ რაიმე განუკურნებელი სენი მჭირს, სულ ვაკვირდები მკერდის ტკივილს, თუ ყურადღებაზს არ ვაქცევ თითქოს ნაკლებად მტკივა, თუმცა ტკივილი მაქვს ნამდვილად. აქამდე არ მტკენია მენსტრუაციის დროს უნბრალოდ მიმკვრივდებოდა ხოლმე.
↧