3 თვის წინ დამიდგინეს ენდომეტრიოზი საშვილოსნოზე, დასაწყისი. მაქვს საშინელი ტკივილები მენსტრუაციის დროს და რამდენიმე დღით ადრეც ყრუ ტკივილი. ამავე დროს გულის სისუსტე, ტკივილი ნაწლავებში, ფაღარათი, მენსტრუალური ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება კუჭში გასვლის დროს, ამ დროს გულიც წამსვლია ტკივილისგან. ექიმმა დამინიშნა ივქეარი და დუფასტონი. სიმპტომები ისევ იგივე მაქვს, ტკივილი ოდნავ მსუბუქი. რა შეგიძლიათ მითხრათ და ჩემი ეჭვი რამდენად სარწმუნოა რომ შეიძლება სხვა ორგანოზეც მქონდეს კერები, მაგალითად სწორ ნაწლვზე. ან ეს გულის ტკივილი რას უნდა ნიშნავდეს
↧