გამარჯობა, ვარ 18 კვირის ორსული, ნაცხი ბაქტერიოლოგიურ ანალიზში აღმომაჩნდა: გარდნერელა, სტრეპტოკოკი და ენტეროკოკი. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რამდენად საშიშია ეს ბაქტერიები ნაყოფისთვის. ექიმმა დამინიშნა მოლენის კაფსულა, ბიოსელაკი და ანტიბიოტიკი როტაცეფი 1გრ. დღეში ორჯერ, რომელმაც ცუდი რეაქცია მომცა და მხოლოდ 2ჯერ გავიკეთე, რამდენად შეიძლება ასეთი ძლიერი ანტიბიოტკის მიღება ფეხმძიმობისას. წინასწარ დიდი მადლობა.
↧