გამარჯობა ქალბატონო მარიამ! ამ თვეში გადავწყვიტე გამეკეთებინა კონტროლი იმისა თუ როგორ მწიფდება ჩემი ფოლეკულა და როდის სკდება.
ციკლის მე-10 დღე- დომინანტი ფოლეკულა მარცხნივ D-16 მმ
მე-12 დღე – D-23მმ (ენდომეტრიუმის სისქე სამშრიანი 8მმ)
მე-15 დღე – D-33მმ
(აქ უკვე შევშინდი ვინაიდან 12-13 დღეს გამონადენიც მქონდა წელვადი, საშვილოსონს ყელი ზევით აწეული და საოვულაციო ტესტმა 12-13 დღეს დადებითი მაჩვენა სწორედ ამიტომ გავაგრძელე ექოსკოპია)
მე16 დღე- ყვითელი სხეულის ცისტა 3.7სმ
მე-17 დღე- მარცხნივ ყვითელი სეულის ცისტა 3.5სმ (ენდომეტრიუმის სისქე 9 მმ)
საინტერესო ის არის ექიმო რომ მითხრეს რომ ოვულაცია მოხდა…
მაინტერესებს
1)ყვითელი სხეულის ცისტის წარმოშობა ხომ არ ნიშნავს იმას რომ ლუთეანული ფაზის ნაკლებოა მაქვს ?ზოგადად ეს ხელს შემიშლის დაფეღმძიმებაში?
2)და რასთან უნდა იყოს დაკავშირებული ის რომ საოვულაციო ტესტი 12-13 დღეს მიჩვენებდა დადებით პასუხს ხოლო ოვულაცია მე-15 დღეს მოხდა?
მადლობთ რომ მუდამ პასუხოთ ჩემს კითხვებს !