გამარჯობა, ვარ 22 კვირის ორსული, ეხოსკოპიამ დამიწერა შემდეგი მონაცემები, ყველაფერს არ დავწერ , პლაცენტის მდებარეობა, -უკანა კედელზე 34მმ, საშვილოსნოს ყელის არხის სიგრძე 38მმ, სხვა ყველაფერი ნორმა, კომენტარი– პლაცენტის ქვედა კიდე ენდოცერვიკალური არხის შიდა პირის დონეზე–ამ ეტაპზე დაბალი მიმაგრება,
გინეკოლოგმა მირჩია მოსვენებული ყოფნა, მქონდა მცირე სისხლიანი გამონადენი, ეს შეიძლება იყოს პლაცენტის აწევის გამოო 1 თვის განმავლობაში შეიძლება აიწიოსო.
რომ არ აიწიოს , და სისხლიანი გამონადენი გაგრძეელდეს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს, ან მხოლოდ მოსვენება საკმარისია იმისათვის რომ აიწიოს? გმადლობთ.