მოგესალმებით.ვარ 43 წლის.სამი წელია რაც გავთხოვდი და სამწუხაროდ არ დავფეღმძიმდი.2014წელს ჩავიტარე
მკურნალობა:ჰისტეროსკოპია,პოლიპექტომია,ჰიპერპლაზირებული ენდომეტრიუმის რეზექცია.ამჟამად მაქვს მიომური კვანძები.გამოკვლევის შედეგი ასეთია(ციკლის მე-9დღე):საშვილოსნოს მდებარეობა–გადახრილია წინ და მარჯვნივ,კონტურები არასწორი.საშვილოსნოს ტანის ზომები:სიგრძე-57,წინა-უკანა ზომა-58,განივი ზომა-56.მიომეტრიული სტრუქტურა არაჰომოგენური შენების.ისახება ინტრამურული მიომური კვანძები.პერიფერიული ვასკულარიზაციით,წინა კედელზე ზომით-26X28მმ,უკანა კედელზე ზომით 25მმ.ენდომეტრიუმის სისქე 11,ისახება სამშრიანობა.კონტური მკაფიო.სტრუქტურა შეესაბამება პროლიფერალურ ფაზას.მარჯვენა საკვერცხე ზომით 31X21,მოცულობა 6,5.ისახება ფოლიკულები ზომით 3-6,მარცხენა საკვერცხე ზომით–32X20,მოცულობა 6,9 ისახება ფოლიკული დიამეტრით–21მმ. საშვილოსნოს ყელის ზომა 34.ანდოცერვიკალური არხი დეფორმაციის და დილატაციის გარეშე.დუგლასის ფოსო თავისუფალია.
გთხოვთ ამიხსნათ რა მდგომარეობა მაქვს.საშიშია თუ არა ჩემი მიომა?საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას?შეიძლება მიომა მკურნალობის შემდეგ გაიწოვოს?მითხრეს ფეღმძიმობის დროს შეიძლება გაიზარდო მიომა და ნაყოფი დააზიანოსო.რამდენად სარისკოა ჩემი ფეღმძიმობა და ხომ არ ჯობია ორსულობამდე მისი მოცილება და კიდევ ხომ არ შეიძლება ეს მიომა ჩემ ორსულობას უშლიდეს ხელას?გმადლობთ.
↧
ტრანსაბდომინალური გამოკვლევის შედეგით რა მდგომარეობა მაქვს.
↧