გამარჯობა, მქონდა 6,5 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა(ნაყოფმა გულის ცემა შეწყვიტა)და გამიკეთდა მედიკამენტოზური აბორტი 21 დეკემბერს. მომავალ ორსულობაზე რომ იგივე არ განმეორდეს ექიმის რეკომენდაციით ჩავიტარე პროფილაქტიკური გამოკვლევები- ანტიფოსფოლიპიდური პანელი, ASA სისხლში, ციტომეგალოვირუსის IgM კლასის ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში, ტოქსოპლაზმა გონდის, ჰერპეს ვირუსის 1/2 ტიპის IGM კლასის ანტისხეულების განსაზმრა და ქლამიდიას ანტისხეულების განსაზღვრა. ასევე ავიღე ნაცხის ანალიზი. პასუხები ყველგან უარყოფითია. მხოლოდ ანტიფოსფოლიპიდურზე აღმომაჩნდა ფოსფატიდილქოლინი IgM, ფოსფატიდილგლიცეროლი IgM,კარდიოლიპინი IgG და ფოსფატილქოლინი IgG- უმნიშვნელოდ მომატებული. ნაცხი არ მქონდა კარგი, ლეიკოციტებია მომატებული და ასევე მაქვს როგორც ექიმმა მითხრა სოკოვანი კანდიდა. მინდა შეგეკითხოთ რაიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ხომ არაა საჭირო და ანტისპერმული ანტისხეულების განსაზრა ლორწოდანაც ხომ არაა აუცილებელი გავიკეთო, ანუ რამდენად არის ამის საჭიროება ზემოთაღნიშნულ გამოკვლევებთან ერთად. და თუ კი მირჩევთ ამ ანალიზის გაკეთებას როდისაა სასურველი პერიოდი საშოდან ანალიზის აღების, შესაძლებელია თუ არა ციკლის ნებისმიერ პერიოდში გავიკეთო ეს ანალიზი?
↧