გამარჯობა, მაქვს ასეთი შემთხვევა, ბოლო მენსტრუაცია მქონდა 2017 წლის 27-31 დეკემბერს, იანვარში ციკლი არ მომივიდა, ამიტომ ტესტი გავიკეთე 4 თებერვალს, აჩვენა დადებითი პასუხი. 7 თებერვალს მივედი ექოსკოპიაზე და საშვილოსნო თავისუფალი იყო, ანუ ორსულობა არ დაფიქსირდა, 13 თებერვალს განმეორებით ექოსკოპიაზე კვლავ არ დაფიქსირდა ორსულობა, რის გამოც ჩამიტარდა ვაგინალური ექოსკოპია, რამაც აჩვენა 5 კვირის ორსულობა. რამდენიმე დღეში დამეწყო ალისფერი ჩამონადენი, ჩემი ექიმის უყურადრებობის გამო მივმართე სხვა ექიმს, ხელახლა გადავიღე ექოსკოპია, რამაც აჩვენა 3 კვირის ორსულობა. ექიმი ვარაუდობს რომ განაყოფიერება მოხდა გვიან, რადგან წესით ამ დროისთვის 8 კვირამდე უნდა ვყოფილიყავი. შესაძლებელია იყოს მართლაც გვიანი ოვვულაცია? და ნაყოფს პრობლემა არ შეექმნას?
↧