გამარჯობა, 3 თვის წინ მქონდა ნაადრევი მშობიარობა. გავიკეთე ვირუსებზე ანალიზი და ციტომეგალო ვირუსის IgG მაქვს 2.9 (რუხი ზონა: 0.85-1.05). ქლამიდია ტრახომატის IgG 0.9 (რუხი ზონა:0.85-1.1). ვერაფრით ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს ტიტრები. ციტომეგალო ვირუსი გადატანილი მაქვს უკვე ანუ როგორც დავუშვათ წითელა, და აღარც განმეორდება და აღარც მკურნალობა არ უნდა ? ქლამიდიის პასუხი არც დადებითი და არც უარყოფითი რომ არ არის რა ანალიზი შეიძლება გაკეთდეს დამატებით რომ გაირკვეს არის თუ არა ? დავუშვათ რაღაც დნმ ტესტი არსებობსო გავიგე. ან ჩემმა მეუღლემ რომ გაიკეთოს ანალიზი და არ აღმოაჩნდეს ესეიგი მეც არ მაქვს ამას უნდა ნიშნავდეს ხომ(ვინაიდან ეს სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია). გმადლობთ წინასწარ ყველა ჩემი პასუხის დაკმაყოფილებისთვის.
↧