გამარჯობათ, 9 თვის წინ ვიმშობიარე და ეს 2-3 თვეა დამეწყო საშინელი თმის ცვენა, ძირიანად მცვივა მთლიანი ღერები, უფრო დაბანისას. თმაზე ვისმევდი აბუსალათინის და ზეითუნის ზეთებს, უფერო ხნას და სხვადასხვა ნიღბებს მაგრამ შედეგი არ მაქვს. თმაც ძალიან შემითხელდა. ახლობელის რჩევით ვსვამ კერკავიტის ვიტამინს, უკვე 10 დღეა მაგრამ ჯერჯერობით შედეგს ვერ ვხედავ, რა შეიძლება კიდევ მივახმარო, რა ვიტამინები პარალელურად, ან რა დავლიო, რა წავისვა თმაზე. გთხოვთ მირჩიეთ, ჯერ ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და იქნებ დამეხმაროთ. პ.ს. ორსულობისას ჰორმონებზე მქონდა პრობლემა, და მთელი ცხრა თვე ვსვამდი მეთიპრედს. დია სულფატს ვამოჭმებდით ხშირად. (თუ რაიმე კავშირშია არ ვიცი)
↧