გამარჯობა. გინეკოლოგიურმა ექოსკოპიამ აჩვენა, რომ მარცხენა საკვერცხეში მაქვს ენდომეტროიდული კისტა ზომებით 39X27მმ. მარჯვენა საკვერცხეში კი ანექოგენური კისტა ზომებით 34X22მმ. ვარ 19 წლის, გაუთხოვარი. კისტა უკვე ერთი წელია აღმოვაჩინეთ, მაგრამ გინეკოლოგის რჩევით, ოპერაციისგან თავს ვიკავებდი (მან მირჩია ოპერაცია გათხოვების შემდეგ გამეკეთებინა). სხვა გინეკოლოგები მეუბნებიან, რომ ახლავე გავიკეთო ლაპარასკოპიული ოპერაცია და რომ ეს ოპერაცია აქამდეც უნდა გაკეთბულიყო. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რომელი გადაწყვეტილებაა სწორი (ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში შემდეგ დაორსულების ან სხვა პრობლემა ხომ არ შემექმნება გათხოვების შემდეგ?) გმადლობთ
↧