გამარჯობათ. ვარ 2 თვის გათხოვილი, ორსულობა არ მქონია არც ერთ თვეს.. ციკლის პირველ დღეს მაქვს ხოლმე მხოლოდ ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში და მოშავო ფერის ხაჭოსებრი გამონადენი, მეორე დღეს ჩვეულებრივად მაქვს, და ბოლო დღეებშიც მოშავო მუქი ფერის მაქვს ხოლმე (6 დღიანი ციკლი მაქვს ).. სხვა დროს უფრო უხვად მქონდა ხოლმე გამონადენი. ბელტისმაგვარი კი შემინიშნავს, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ჯერჯერობით ექიმთან ვერ მივდივარ და მაინტერესებს რამდენად საშიშია და ხელისშემშლელი დაორსულებისთვის. რა გამოკვლევებია საჭირო, მინდა ცოტა გული დავიმშვიდო. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის.
↧