Quantcast
Channel: მეან–გინეკოლოგია – GeoAnswer
Viewing all 2857 articles
Browse latest View live

მივმართავ გინეკოლოგებს

$
0
0

ვარ 18 წლის მაინტერესებს შემიძლია თუ არა ტამპონების გამოყენება ვარ ქალიშვილი და გამოიწვევს თუ არა ქალიშვილობის დაკარგვას მისი გამოყენება


ორსულობა

$
0
0

ციკლი მაქვს არეული თებერვლის შემდეგ არ მქონია მენსტრუაცია. მაისის დასაწყისსში მქონდა პარტნიორთან ურთიერთობა მას შემდეგ აღარ მქონია სექსუალური ურთიერთობა. ივნისის ბოლოს გავიკეთე ექოსკოპია და პასუხებიდან გამომდინარე მაქვს პოლიცისტოზი. საშვილოსნოს ღრუში არ ფიქსირდება ჩანასახი. შესაძლებელია რომ ორსულად ვიყო მაგრამ არ გამოჩენილიყო ექოსკოპიაში? ანდა გარე ორსულობის შანსი ხომ არ არის? კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მენსტრუაცია თებერვლის შემდეგ არ მქონია ხოლო მენსტრუაციიდან ურთიერთობა მქონდა მაისის დასაწყისში და ახლა ორსულად რომ ვიყო შესაძლებელია? გთხოვთ თუ შესაძლებელია მალე მიპასუხეთ

ორსულობა??

$
0
0

გამარჯობათ.იცით რა მაინტერესებს.რაგაც ეს 3-4 დღეა რაგაცნაირად ვარ თითქოს ცოტა რაღაცნაირად გულისრევის შეგრძნება მაქვს ძალიან შეუმჩნეველი მაგრამ ვგრძნობ.საერთოდ კვერცხი მიყვარს არასდროს შემზიზღებია მაგრამ გუშინ წინ შემწვარი კვერცხის სუნისგან გულილ რევის შეგრძნება მქონდა იმის შემდეგ ვერც ვჭამ.საერთოდ მადა კარგი მქონდა დილაობითაც ვჭამდი მაგრამ ეს რამდენიმე დღე საერთოდ არც მინდა ჭამა,ზოგჯერ წნევაც მივარდება,შარდვა და კუჭში გასვლაც ძალიან გამიხშირდა,მკერდი გამიდიდდა ძალიან მტკივა გვერდებში ტიტქოს დასიებული მქონდეს და ვენები მაქქ ცოტა. რაშიაა საქმე?მენსტრუაციაა მაქვს ყოველ თვეში 15 ზუსტად დღეს მარა წინა თვეში სამი დღით ადრე მომივიდაა.ახლაც 12 ში ველოდები დღეს გავიკეთე ტესტი და არ აჩვენაა.რა მჭურს?

ორსულობა

$
0
0

თუ შეიძლება მალე მიპასუხედ, ივნისის 8ში მომეშალა მუცელი 3 კვირის ვიყავი, ექიმმა მითხრა არ დარჩეე ამ თვეში ორსულადო,სულ ერთხელ მქონდა მეუგლესთAნ ურთიერთობა და დავრჩი, ძალაინ გთხოვთ მიპასუხეთ საშიშია?

კონტრაცეპტივის მიღება

$
0
0

კონტრაცეპტივი ჯესი დამინიშნა გინეკოლოგმა ციკლის პირველი დღიდან, მაგრამ ციკლი არ მეწყება დიდი ხანია და მითხრა რომ დაიწყე ჯესის დალევა და 28-ე დღეს ციკლი დაგეწყებაო. გთხოვთ მიპასუხოთ შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და არის თუ არა იმის შანსი რომ მაგალითად ჯესის დალევიდან მე-5 ან თუნდაც მე10 დღეს დამეწყოს ციკლი, ანუ მანამდე სანამ ტაბლეტების დალევას მოვრჩები. გთხოვთ მიპასუხეთ

ნაყოფის მოშლა

$
0
0

ერთი თვის წინ გადავიტანე საშინელი დგეები და დგესაც ვარ დეპრესიაში.მქონდა საშინელი სისხლდენა, მოხდა პლაცენტის აშრევება და ბავშვი დავკარგე.როცა ეს სისხლდენა დამემართა იმ ღამიტ გადამიღეს ეხო და ბაშვს არაფერი არ სჭირდა, ისე თავიდანვე ჯანმრთელი ბავშვი იყო ეს,რომ არ დამმართნოდა არაპერი დაემართებოდა,სრულიად ჯანმრთელი იყო.იმ ღამით მითხრეს რომ გემატომა იყო იმავე კედელზე საითაც ბავშვი იყო მიმაგრებული.არცერთ ეხოს ეგ არ უნახავს.შესაძლებელი იყო ეგეთი რამე რომ ვერცერთმა ეხომ ვერ ნახა.მაინტერესებს ამ შემთხვევის შემდეგ მალევე შეიძლება მოხდეს ორსულობა?მე თავს არც ვიცავ და არც მინდა რომ დავიცვა.რამდენ ხანში დგება ჰორმონები ისევ თავის დონეზე?მიპასუხეთ გთხოვთ.წინასწარ გიხდით მსდლობას.

ყვითელი სხეული

$
0
0

გამარჯობათ,მადლობა რომ არსებობთ. 2 ივნისს მქონდა მენსტრუაცია სადაც ფოლიკული აგმოჩნდა 11 მმ. მოხდა ისე რომ ციკლი დაგამიცდა და ტესტმა მკაფიო ხაზი არა მარა ორსულობა აჩვენა.გადაცდენიდან მეათე დღეს ეხოზე მითხრეს რომ მაქვს ყვითელი სხეული 17მმ.მცირე სითხე დუგლასში და ენდომეტრიუმი 13მმ,(ასე არასდროს გასქელებულა).სისხლის ანალიზით შევამოწმეთ ორსულობა და არ დადასტურდა,ბბ ტესტი გავიკეთე კიდევ და ისევ ისე გავარდისფერდა,სავარაუდოთ არის გვიანი ოვულაცია,ციკლი დარეგულირებული მქონდა და 27-28 დღიანი.ან ეხლა რომ მქონდეს ურთიერთობა შეილება დაორსულება?ან შესაძლებელია ორსულად ვიყო?ყველა ჰორმონი წესრიგში მაქვს.

ქალის სასქესო ორგანო

$
0
0

გამარჯობათ.მინდა გკითხოთ პატარა ასაკის ვარ და არ ვარ გარკვეული. საშოს შიგნით საქალწულო აპკის მერე არია ცარიელი ადგილი და როცა ვნახულობ მრგვალი მაქვს და სურათებით ვნახე ქალის სასქესო ორვანო და ეს მრგვალი საშვილოსნოა? და აქედან ხდება სპერმის მიღებაც და ასევე ციკლის წამოსვლაც?ხელით ვეხები და რამე დარღვევა ხომ არ მექნება?


PAP ტესტი

$
0
0

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ანალიზის მიხედვით მაქვს ბრტყელი ეპითელიუმის რაოდენობა ჭარბი, ჯირკვლოვანი ეპითელიუმის რაოდენობა ზომიერი, ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი უჯრედების ცვლილება ნორმა, მეტაპლაზიური უჯრედები მწიფე მცირე, ენდომეტრიუმის პლასტები მეტი 40წ, ნეიტროფილური ლეიკოციტები მცირე, კოკობაცილები ჭარბი, ლორწო ზომიერი.
დიაგნოზი: NILM
მაინტერესბს რას ნიშნავს ეს დიაგნოზი და რამე საშიში არის თუ არა

პატივისცემით

ვენერიული დაავადებები

$
0
0

ვენერიული დაავადებები მამაკაციდან ქალზე, სპერმის გამოსვლის გარეშე მხოლოდ სასქესო ორგანოს შეხებით შესაძლებელია რომ გადავიდეს? რამდენად მაღალია ამის რისკი?

პროგესტერონის ნემსი

$
0
0

ექიმის დანიშნულებით გავიკეთე პროგესტერონის ორი ამპულა 2.5% ორი დღე მიყოლებით. მაინტერესებს როდის დამეწყება მენსტრუაცია?

ვაგინალური კაფსულის გამოყენება

$
0
0

მოგესალმებით. ციკლის პერიოდში შეიძლება გამოვიყენო ლაქტოვაგის და კლინიზოლის ვაგინალური კაფსულები?
გმადლობთ წინასწარ.

პოლიკისტოზი

$
0
0

გამარჯობა. ვარ 20 წლის.(ქალიშვილი) ჩავიტარე საშვილოსნოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. საშვილოსნოს ზომემებით: სხეული 4,7X3,5X4,9,4სმ. ყელის სიგრძე 2,9სმ. კონტური–სწორი. მიომეტრიუმის სტრუქტურა– ერთგვაროვანი. ენდომეტრიუმის სისქე 6–7მმ. საკვერცხეები– მულტიფოლიკულური. მარჯვენა–2,9X1,5სმ, მარცხენა 3,0X1,4სმ. დუგლაისი ფოსო– თავისუფალი. ნაცხის პასუხი –ბაქტერიები კოკ.დიდი. ლეიკოციტები 1–2 2–3 3–4. ეპითელური უჯრედები 6–7 7–8 6–7. ექიმმა დამინიშნა ციტეალის ხსნარი კვირაში 2ჯერ. და ლაქდატიცის ხსნარი კვირაში 2ჯერ.ასევე დოპელჰერცი ომგეა 3. 800 მილიგრამიანი. 1 თვით.მითხრეს არის ასევე პოლიკისტოზიო და ექიმმა დამინიშნა თავისუფალი ტესტოსტერინის და DHEA-ს ანალიზი. და რამდენად საშიშია პოლიკისტოზი ? შესაძლებელია ჰომ განკურნება ამისი? ძალიან გთოხვთ მიპასუხოთ რა. წინასწარ დიდი მადლობა.

საკეისროს ჩვენება

$
0
0

გამარჯობათ,ორსულს,რომელსაც აქვს ასტიგმატიზმი საკეისრო კვეთა უნდა ჩაუტარდეს,თუ შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა?

ყვითელი სხეული…

$
0
0

გამარჯობათ,მადლობა რომ არსებობთ. 2 ივნისს მქონდა მენსტრუაცია სადაც ფოლიკული აგმოჩნდა 11 მმ. მოხდა ისე რომ ციკლი დაგამიცდა და ტესტმა მკაფიო ხაზი არა მარა ორსულობა აჩვენა.გადაცდენიდან მეათე დღეს ეხოზე მითხრეს რომ მაქვს ყვითელი სხეული 17მმ.მცირე სითხე დუგლასში და ენდომეტრიუმი 13მმ,(ასე არასდროს გასქელებულა).სისხლის ანალიზით შევამოწმეთ ორსულობა და არ დადასტურდა,ბბ ტესტი გავიკეთე კიდევ და ისევ ისე გავარდისფერდა,სავარაუდოთ არის გვიანი ოვულაცია,ციკლი დარეგულირებული მქონდა და 27-28 დღიანი.ან ეხლა რომ მქონდეს ურთიერთობა შეილება დაორსულება?ან შესაძლებელია ორსულად ვიყო?ყველა ჰორმონი წესრიგში მაქვს.
გაზიარება
მეან–გინეკოლოგია გამოაქვეყნა: irachkaa
კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტსAnswers 1 პასუხი
avatar
პასუხი #1
ორსულად რომ იყოთ სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონის მიხედვით დადასტურდებოდა. მომწერეთ კონკრეტულად ჩატარებული ჰორმონალური გამოკვლევების და შედეგების შესახებ.

ერთი კვირთი შემდეგ კიდევ გადავიღე ეხოსკოპია ვაგინალურად და შედეგი ასეთია ყვითელი სხეული 17მმ, ენდომეტრიუმი 15მმ, დუგლასში მცირე სითხე, სისხლით ორსულობა აღარ შეგვიმოწმებია, სანაყოფე პარკი არ ჩანს, მაგრამ რახან ძალიან გვიანი ოვულაცია მქონდა შესაძლებელია ჯერ არ გამოჩენილიყო?ან დაახლოებით რამდენ ხანში პატარავდება ყვითელი სხეული?ძალიან ვნერვიულობ.ბბ ტესტზე ისევ მკრთალი ორი ხაზი. და შესაძლებელია ორსულობა განვითარებულიყო? ყველა ჰორმონი ნორმაში მაქვს ამ დროს 🙁


ნორკოლუტი

$
0
0

გამარჯობათ ციკლი გადამიცდა 1 კვირით დაფიქსირდა ორსულობა დამინიშნეს ნორკოლუტი და რამდენად შესაძლებელია ამ პრეპარატით ბავშვის მოშორება?

ვარ თუ არა ორსულად

$
0
0

გადამიცდა ზუსტად 2 კვირა, ვიყავი ექიმთან და გადამიღეს ეხო და მითხრეს ოვულაცია ჯერ არ მომხდარაო და რამოდენიმე დღეში გადავამოწმოთო, დაახლოებით 2-3 დღეში დამიბარა და კიდევ გადამიღო ეხო სადაც ჩანდა რომ ფულიკული გამსკდარი იყო და ოვულაციაც დაწყებული იყო. მქონდა სქესობრივი კონტაქტი თითქმის ყოველდღე. რამდენ ხანში შევძლებ გავიგო ვარ თუ არა ორსულად? ან არა ორსულობის შემთხვევაში რამდენ ხანში უნდა მომივიდეს დაგვიანებული ოვულაციის მიხედვით მენსტრუაცია?

შეკრულობა

$
0
0

ვარ 10 კვირის ორსული მაწუხებს მუცლის შებერილობა და შეკრულობა.გთხოვთ მირჩიოთ ამ ვადაზე რისი მიგება შეიძლება.ექიმა ენზიმინი ან ფლატონი მირჩია მაგრამ ენზიმინს ანოტაციაში ორსულობის დროს სიფრტხილით გამოყენება უწერია.როგორ მოვიქცე?

საკვერცხე

$
0
0

გამარჯობა
მარჯვენა საკვერცხეზე მაქვს უზარმაზარი კისტა. აუცილებლად ოპერაცია უნდა გავიკეთო, მაგრამ მეშინია, რომ კისტის სიდიდის გამო საკვერცხესაც ამომაჭრიან. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში დაორსულების შანსი მცირდება? საერთოდ თუა შესაძლებელი დაორსულება ცალი საკვერცხით? გამიხარდება, თუ მიპასუხებთ

ეხოსკოპია

$
0
0

გამარჯობა,მაინტერესებს რამდენად ზუსტად ამბობს ეხო ორსულობის ვადას და სიძლება თუ არა ერთი კვირით მეტი თქვასან ორით?

Viewing all 2857 articles
Browse latest View live




Latest Images