Quantcast
Channel: მეან–გინეკოლოგია – GeoAnswer
Viewing all 2857 articles
Browse latest View live

ჭარბთმიანობა

$
0
0

გამარჯობათ, მაწუხებს ჭარბთმიანობა მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გარეშე, გავიკეთე ჰორმონალური ანალიზი და ტესტოტერონი მაქვს-5.96 და 17ჰიდროქსი პროგესტერონი-6.22. გინეკოლოგმა მითხრა რომ მომატებული მაქვს და დამინიშნა იარინა მენსტრუაციული ციკლის მე-5 დღიდან,21 დღე უნდა ვსვა,შემდგომი 7 დღე შევისვენო და მე-8 დღიდან ისევ დავიწყო დალევა, და მაინტერესებს ეს მე-8 დღე მენსტრუაციის მე-5 დღეს რომ აღარ დაემთხვეს მაინც უნდა დავლიო?


უძილობა

$
0
0

ვარ 7 თვის ორსული სამი ღამეა მაწუხებს უძილობა, მოუსვენრობა,როგორც კი ძილი მომერევა მაშინვე მაღვიძებს მოუსვენრობა თითქოს მჩხლეტს რაგაცეები…განსაკუთრებით ქვედა კიდურებში,შეიძლება თუ არა ამ დროს რამე პრეპარატის მიღება? ვალერიანს და კორვალოლის წვეთებს კი ვსვავ ხოლმე ამ დროს, მაგრამნ შედეგი არ აქვს.მირჩიეთ რამე.

საშნელი პმს პრედმენსტრუალური სინდორმი და შავი სისხლი

$
0
0

საშნელი პმს პრედმენსტრუალური სინდორმი და შავი სისხლი მესამე დღეს რას ნიშნავს?
ასაკი 36 წლის
ბოლო 2 წელია ვერ მოვიცილე პრედმენსტრუალური სინდრომის უცნაური მოვლენები
თავბრუს ხვევა
კუჭის ტკივილი
ფაღარათი
ტახიკარდია
ყველაფერი ერთად იწყება
მერე მესამე დღეს გამოდის შავი სისხლი
..
გრაფიკი მენსტრუაციის არ იცვლება თავის დროს არის მაგრამ
აუტანელი უცნაურობებით

გამოკვლევები

$
0
0

გამარჯობათ.ჩავიტარე შემდეგი ანალიზები:herpes simplex(Hsv)-is 2porma:M 6.6(NORMA 9.00-11.0EU/ml.G 12.4(NORMA 9.00-11.0).CHLAMYDIA TRACHOMATIC A,M,G-PORMEBI PASUXIA 7.00,6.3,8.2.Ureaplasma-ar agmochda.Mycoplasma-ar agmochda.
ნაცხის გამოკვლევა:დოდერლეინის ჩხირები-არა.ბრტყელი ეპითელიუმი 12-14მხ.არეში.ცილინდ.ეპითელიუმი 3-4მხ.არეში.ლეიკოციტები 12-15მხ.არეში.ერითროციტები-არა.ტრიქომონადები-არა.ბაქტერიები საშუალო რაოდენობით.გარდენელა არა.გონოკოკი არა.სოკო არა.ლორწო საშუალო რაოდენობით.გთხოვთ მომწეროთ ამ ანალიზებში არის თუ არა რაიმე საყურადღებო.

უშვილობა

$
0
0

ვარ 45 წლის, მაქვს ჭარბი წონა. 42 წლის გავთხოვდი, მქონდა 2 შეწყვეტილი ორსულობა.გავიკეთე ანალიზები და მაინტერესებს გვხდები თუ არა დედა:საშვილოსნო-49X33X43,მოცულობა-35, ყელი-27X20; მიომეტრიუმი:ექოსტრუქტურა ერთქვაროვანი, ექოგენობა -ნორმის ფარგლებში, გარე კონტური სადა, დეფორმაციის გარეშე, სისხლძარღვები- გამოხატულია მიომეტრიუმის და პარამეტრიუმის ვენური ქსელი; ენდომეტრიუმი – 7 მმ. მარჯვენა საკვერცხე-30X17X21, ისახება 5მმ ზომის ფოლიკული; მარცხენა საკვერცხე – 30X18X23, ისახება 1 დომინანტური ფოლიკული- 18 მმ და 5მმ რამოდენიმე ფოლიკული. დუგლასის ფოსოში სითხე არ ისახება.
პროთრომბინი-96, გავიკეთე პაპ-ტესტი, ციტოპათოლოგიური დიაგნოზი:AსკUს-ბრტყელი ეპითელიის რეაქტიული ცვლილებები ასოცირებული ანთებასთან ჯირკლოვანი ეპითელიის რეაქტიული ცვლილებები ასოცირებული ანთებასთან. ჩავიტარე 10 დღიანი მკურნალობა, ეხლა ვიტარებ 2 ეტაპს, 10 ფიზიოლოგიური და ლაზერული თერაპიას.მენსტრუაციის 9 დღეს -ურეაპლაზმა-(+) >10(4).პროგესტერონი-0,5;ტესტოსტერონი-0,5;DHEA-ს- 0,4; Fტ-4-1,2; ტსH-2,5; ანტი-ტPO – 20; ც-PEPტIDE – 3;FსH -20 IU/I; LH -15 IU/I; E2 – 120 PG/ML;გავიკეთე კომპიუტერული კიმოპერტუბაცია: დასკვნა: საშვილოსნოს მილები გამტარია. ფუნქციური აქტივობა ნორმის ფარგლებშია.კუმშვადობის ამპლიტუდა დაქვეითებულია. შეკუმშვათა სიხშირე შემცირებულია.

მეან–გინეკოლოგია

$
0
0

გამრჯობათ მაინტერესებს ქალიშვილების გინეკოლოგიური დათვალიერება იგივენაირად ხდება როგორ ქალების?

კონტრაცეპტივი

$
0
0

გამარჯობთ. მქონდა დაუცველი ურთიერთობა. რომელ კონტრაცეპტივს მირჩევთ რომ მივიღო არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად?

შეკითხვა

$
0
0

მოგესალმებით. მეორე შვილის დაბადების შემდეგ დამრჩა ძალიან დიდი მუცელი(გავაჩინე საკეისრო კვეთით), მშობიარობიდან მეორმოცე დღეს გავიკეთე ექოსკოპია, მითხრეს, რომ მუცლის ფარი მაქვს გახსნილი. მაინტერესებს ოპერაციის დროს დარჩებოდა ღია თუ მანამდეც გახსნილი მექნებოდა, ან რამდენად საშიშია და შეიძლება თუ არა ჩემს მდგომარეობაში კიდევ ერთი შვილის გაჩენა. გმადლობთ.


მშობიარობა

$
0
0

გამარჯობათ, ოთხი წლის წინ საშვილოსნოს ყელზე აღმომაჩნდა დისპლაზია პირველი ხარისხის, ჩამიტარდა ყველა საჭირო ანალიზი-გამოკვლევა და გავიკეთე მოყინვა. დღეს უკვე 6 თვის ორსული ვარ მინდა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ამ მოყინული ყელის გამო რაიმე გართულება და საერთოდ მოყინვის შემდეგ რამდენ ხანში არის და საერთოდ თუ არის რეკომენდირებული ფიზიოლოგიური მშობიარობა.

kbilis tkivili orsulebshi

$
0
0

gamarjobat.zalian mtkiva kbili,var 6 tvis orsuli.samwuxarod mshobiarobamde ver amovigeb da ra tkivil gamayuchebeli sheizleba davlio (tan ara ertjeradi gamoyenebis).iseti mitxarit ogond ureceptod rom gaicema.madloba

ორსულობა და თმის საღებავი

$
0
0

მარიამ ექიმო, მაინტერესებს, ორსულობის დროს თუ შეიძლება თმის შეღებვა?

ნაცხის ანალიზი

$
0
0

გამარჯობა, გავიკეთე ნაცხის ანალიზი. შედეგები ასეთია:ლეიკოციტები – დიდი რაოდენობა, ეპითელი7-8 მხ.ა, გარდნელა – negative, ტრიქომონა – negative, გონოკოკი – negative, სოკო – positive, ლორწო – საშ. რაოდენობა, გრამ (+-)ბაქტერიები – დიდი რაოდენობა. ამჟამად ვმკურნალობ, მივხვდი რომ სოკო მაქვს,მაგრამ მაინტერესებს ზოგადად რა მდგომარეობაა, რამე რთულია? ამ ანალიზის ნორმა როგორია, ანუ რამდენი უნდა იყოს ლეიკოციტები ნორმის ფარგლებში, ეპითელი და ა.შ.

დახმარება მჭირდება :(

$
0
0

ძალიან გთხოვთ მითხარით შესაძლებელია სიგამხდრის გამო მენსტრუაცია ჩავარდეს? ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს და ექიმი მეუბნება სიგამხდრის გამოაო ჩავარდნაო ..ვარ 40 კილო და უნდა ვიყო 47.ამის გამო შეიძლება ჩავარდეს? ერთი თვე მქონდეს და მეორე თვეს ჩავარდეს ასე მაქვს, არადა ყველა ანალიზი კარგი მაქვს, შეიძლება ასეთ სიტუაციაში დაორსულებაა?ანუ როცა მენსტრუაცია მექნება იმ თვეში რო დავჩე? ორსულობა მინდა და ძალიან ვნერვიულობ :(

ანტი რუბელა

$
0
0

ანტი რუბელა მაქვს 258.9 და დასაშვებ ნორმაში წერია 10 iu/ml დადებითი. ექიმმა მითხრა კარგიაო და მაგრამ რას ნიშნავს იქნებ მითხრათ? დავეჭვდი :(

7 კვირის ორსულობა

$
0
0

ოთხ ოქტომბერს მქონდა მენსტრუაცია ოვულაციის დღეებში სექსუალური აქტი გადამიცდა 5 ჯერ ჩავიტარე ტესტი ერთხელ უარყოფითი მიჩვენა ოთხჯერ დადებითი გავიკეთე ეხო 6 კვირაზე და მითხრა ასეთი რამ ორსულობა არ ჩანს პატარა წერტილია ათ დღეში გადავამოწმოთო სისხლის საერთო ანალიზიც გავიკეთე და არაფერი უთქვამთ გადაცდენამდე ცოტახნით ადრე ავექსონი ვიეთე ახლა ვეცეფს ვიკეთებ ვირებ სხვა პრეპარატებსაც მაქვს ფილტვების ანთება განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობ ან ანთების ფონზე ვერ ვარჩევ სისუსტე ძილიანობა მაქვს მაინტერესებს შესაძლებელია რომ ანტიბიოტიკების ფონზე ან ანთების ან თუნდაც შეციების ფონზე ტესტი ცდებოდეს და არ ვიყო ორსულად?


თეთრად შლა

$
0
0

გამარჯობა, ვარ 7 კვირის ორსული და უტროჟესტანი მაქვს დანიშნილი, სოკოსთვის დამახასიათებელი ნიშნები შევნიშნე ბოლი დროს, წვა, ქავლის შეგრძნება და თეთრი გამონადენი (უსუნო) სიმშრალის შეგრძლება, გამონადენი შეიძლება მედიკამენტი იყოს, მაგრამ დანარჩენი ცოტა მაშინებს, ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო ამ შემთხვევაში, მადლობა წინასწარ

პაპილომა ვირუსი

$
0
0

გამარჯობათ! ჯანმრთელობის სახლის გენეტიკის ლაბორატორიაში დადგინდა პაპილომა ვირუსი (ადრე კონდილომები მოვიწვით) hpv- 16,18,მეტაპლაზია, cin1, ძალიან შეშინებული ვარ, რამდენად საფუძვლიანია ჩემი შიში და შემდეგი ნაბიჯები რა არის?სულ შიშში უნდა ვიცხოვრო? მადლობთ!

შოკოლადი ორსულობისას

ენდომეტრიუმის პოლიპი

$
0
0

მოგესალმებით,
ენდომეტრიუმის პოლიპის აღმოენის შემთხვევაში, რა სახის ქირურგიული ჩარევა არის რეკომენდირებული (მაგალითად ჰისტერისკოპია?). პოლიპი არის 1 სმ ზე ნაკლები ზომის, და თუ არ შეწუხდებით რომ მოგვწეროთ დაახლოებით რა ფარგლებში მერყეობს აღნიშნულის ფასი.
აგრეთვე , პოლიპის გაქრობის მიზნით, გინეკოლოგმა დამინიშნა ჰორმონების მოსაწერიგებელი საშუალებები. რამდენად არსებობს ალბათობა იმისა რომ ჰორმონების მკურნალობით პოლიპი გაქრება?

ორსულობა

$
0
0

გამარჯობა,ვარ 18 კვირის ორსული,ეხოზე მითხრეს რომ მაქვს სანაყოფე წყლები მომატებული,ექიმმა მითხრა რომ უნდა გაიკეთო სისხლში ვირუსზე ანალიზი,ეგ როგორც ვიცი კეთდება 8 კვირამდე და ეხლა თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე,საშუალება თან არც მაქვს ამ ეტაპზე რომ ეგ ანალიზი გავიკთო,დამინიშნა წყლების წამალი კურანტილი,მქონდა დაბალი სიცხეები 37 ისიც მხოლოდ როცა გავნერვიულდებოდი მაშინ,ტოქსიკოზმაც იცისო,თან მეუბნება ექიმი რომ 24_25 კვირის მერე წყლები დარეგულირდებაო ვეღარ ვიგებ რა გავაკეთო,ეს საშიში ხომ არაა ნაყოფისთვის?ვისაც ვკითხე ყველამ მითხრა მაგ ანალიზის გაკეთება უკვე გვიანიაო,ეს კურანტილი რაზე მოქმედებს როგორც მე გავაკეთე დასკვნა მგონი ვირუსის საწინააღმდეგოა ხომ?დიდი მადლობა წინასწარ

Viewing all 2857 articles
Browse latest View live




Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>
<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596344.js" async> </script>