გამარჯობა! ყოველი თვის 1 რიცხვში მომდის მენსტრუაცია,გასული თვის 25 რიცხვში მქონდა სექსი (გამოვიყენეთ პრეზერვატივი). ამ თვეში მენსტრუაცია არ მომსვლია,ორსულობის სიმპტომები არ მაქვს.რა შეიძლება იყოს მიზეზი?ან შესაძლოა ვიყო ორსულად?
გინეკოლოგს
კარდიოტოკოგრაფია
კარდიოტოკოგრაფიის შედეგად მითხრეს ერთეული დეცელერაციები, სხვა ყველაფერი წესრიგში მქონდა. დამინიშნეს აქტოვეგინი. მაინტერსებს და ძალიან ვნერვიულობ, ეს ერთეული დეცელერაციები ცერებრულ დამბლას ხომ არ ნიშნავს?
სასირცხო ბაგეების პლასტიკური ოპერაცია
გამარჯობათ, მაინტერესებს სასირცხო ბაგეების პლასტიკური ოპერაცია ქალიშვილისთვის შეიძლება თუ არა და სად კეთდება?
დეცელერაცია საშიშია
გამარჯობა, კარდიოტოკოგრაფიამ მითხრა ერთეული დეცელერაციები, გავიგე რომ ეს გულის რითმის შენელებას ნიშნავს, სხვა ყველაფერი წესრიგში აჩვენა. დამინიშნეს აქტოვეგინი 1ტ-1ჯერ დღეში 20დღე. რამდენად საშიშია დეცელერაცია და ხომ არ გამოიწვევს ნაყოფის გულის გაჩერებას? ძალიან ვნერვიულობ
საშიშია დეცელერაცია
გამარჯობა, კარდიოტოკოგრაფიამ მითხრა ერთეული დეცელერაციები, გავიგე რომ ეს გულის რითმის შენელებას ნიშნავს, სხვა ყველაფერი წესრიგში აჩვენა. დამინიშნეს აქტოვეგინი 1ტ-1ჯერ დღეში 20დღე. რამდენად საშიშია დეცელერაცია და ხომ არ გამოიწვევს ნაყოფის გულის გაჩერებას? ძალიან ვნერვიულობ
ანთება
შეიძლება თუ არა რომ საშოს წვა ანთებით პროცესებთან იყოს დაკავშირებული? დიდი მადლობა
ფურადონინი
შეიძლება თუ არა ორსლობის დროს ფურადონინის მიღება,ანალიზის მიხედვით მაქვს ცისტიტი.მადლობთ
საკვერცხის ანთება
ექოსკოპია გადავიღე და საკვერცხის ზომებია,მარჯვენა 23-22,მარცხენა 40-38.აწერია ანთებითად შეცვლილი. დამინიშნეს ნემსები, პეო-გავიკეთე 7 ცალი,ტკივილი ისევ მაქვს მარცხენა მხარეს და გამონადენიც. მაინტერესებს შეიძლებოდა არ ეშველა ამ ნემსებს? ან რამდენად სწორად არის არჩეული ეს ანტიბიოტიკი პეო?
ორსულობა ყელის ტკივილი
ვარ 33 კვირის ორსული, გაციებული ვიყავი ეხლა აგარ ვარ და ყელის ტკივილი დამრჩა საშინელი. მაქვს ყელში მცირე თეთრი ნადები, ვსვავდი შალფეის ტაბლეტებს და ცოტა მიშველა, რამოდენიმე დღეში უარესად ამტკივდა ყელი. ვივლებ თბილ იოდიან და სოდიან წყალს და შალფეის ტაბლეტებს ვწუწნი მაგრამ ამაოდ, საერთოდ არ მშველის. სიცხე არ მაქ, არც სურდო. ყელი მაქ მაგარი გაწითლებული. მირჩიეთ გთხოვთ რა გავაკეთო? ეს ყელის ტკივილი ბავშვს ხომ არ ავნებს რამეს? დიდი მადლობა
მესტრუაცია
გამარჯობათ 4 თვის ბავშვი მყავს მშობიარობის სჰემდეგ 40 დღეზე მეტი მქონდა ექიმთან რომ მივედი არაფელი არ არისო ცჩვეულებრივი მესტრუაცია არისო 2 ჯერ ნორმალურად მქონდა ყოფელ 1 თვეში ბოლოს 1 თვეში 2 ჯერ.ეხლა საერტოდ არ მაქვს ბავშვს ძუძუს ვაწოვებ.პირველი 1 თვე ბავშვს ძუძუს ვერ ვაჭმევდი გამოსურულს ვაძლევდი და სადგაც წავიკიტხე რომ როცა ბავშვი ძუძუს ჭამს აფერხებს სისხ დემაო.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ესე მოხდეს.და კიდევ როდის შეიძლება ჩავიდგა სპირალი.გთხოვთ მიპასუხოდ
ექიმო
3 თვის გათხოვილი ვარ ურთიერთობის დროს ვგრძნობ ტკივილს .ვერ ვგრდზნობ სიამოვნებას …რამდენად საშიშია ? და თან თუ ოდნავ გადავბრუნდი ურთიერთობის შემდეგ გამოდის სპერმა უკან
ქალწულობა
მაინტერესებს ვარსკვლავისებრი ან ირგვლივი კბილისებრი აპკის შემთხვევაში იქნება თუ არა სისხლდება ქორწინების პირველ ღამეს.
მშობიარობა
გამარჯობათ…39კვირის გავხდი დღეს…ეხოსკოპიის მიხედვით 31 იანვრისთვის უნდა ველოდო პატარას,ჩემმა ექიმმა რომელმაც უნდა მამშობიაროს მითხრა ასე რომ 27დან დავიწყო ნოშპის სმა 2 აბი დღეში სამჯერ 31 იანვრამდე და 31ში მოდიო..იქნებ ამისხნათ ეს ნოშპა რას გააკეთებს? მგონია რომ პირიქით გააჩერებს ყელის გახსნას..იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ რა შემთხვევაში ნიშნავენ ნოშპას და დავლიო თუ არ დავლიო
რჩევა მჭირდება გინეკოლოგის ოეპრაციასთან დაკავსირებიტ
გამარჯობათ.ვარ 25 წლის.დამიდგინეს საშვილოსნოში პოლიპი უნდა გავიკეთო ლაპრასკოპია…2 წელია ორსულობა არ მომხდარა,და მინდა აბსოლიტურად ყველაფერზე გავიკეთო გამოკვლევა და რითი დავიწყო?მაქვს წონის პრობლემაც ძალიან გავხდი ბოლო ერთი წელია ისე თითქოს არაფერი მაწუხებს.ბოლოს რომ ვიყავი გინეკოლოგთან მითხრა თითქოს წყალი ჩანს საშვილოსნოშიო და მკერდზე გადაიღეო მაგრამ ისე შემეშინდა ვერ მივდივარ რომ გავიკეთო საშიშია ნეტავ რამე?ძალიან მეშინია ექიმთან მისვლა მგონია რომ ცუდს მეტყვის :(გთხოვთ მირჩიოთ
ლაპარასკოპიის შედეგი
2 თვის წინ ცჰემმა დამ გაიკეთა ლაპარასკოპია, მოიციკა მარჯვენა საკვერცხიდან ენდომეტრიული ხოლო მარცხენიდან ფოლიკულური კისტა. არის 8 თვის გატხოვილი ორსულობა არ ყოფილა. მენსტრუაციის მე-5 დგეს გინეკოლოგიური კვლევის შედეგი ასეთია:საშვილოსნო ზომით 50/30/36მმ, მიომეტრიუმი დიფუზური დაზიანებით, ერთეული წერტილოვანი და ექოპოზიტიური ჩანართებით, ენდომეტრიუმი სისქით 5,6მმ. მარჯვენა საკვერცხე ზომით:27/24/20მმ. მარცხენა 38/25/23მმ პერიმეტრზე წვრილი კისტოზური ჩანართებით. რამდენად ნორმალურია ეს მდგომარეობა და შეიძლება თუ არა ორსულობის დაგეგმვა
ანალიზი
გამარჯობათ. მაინტერესებს შეთავსების ანალიზი როგორ კეთდება,და კონკრეტულად რა ქვია მას. აქვს თუ არა მნიშვნელობა მენსტრუაციის რომელ დღეს გაკეთდება ეს ანალიზი?
გინეკოლოგია
ვარ 40 წლის.პაპ ტესტის შემდეგ მაქვს ციტოპათოლოგიური დიაგნოზი:ატიპური ბრტყელი ეპითელი განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპიით.საშიშია? ან საოპერაციო ხომ არ არის?
ტკივილი ურთიერთობის დროს
კუდუსუნის და საშ.ყელის ტკივილი ურთიერთობის დროს რისი ბრალია?
ორსულობა და კარდიომაგნილი
შესაძლებელია თუ არა კარდიომაგნილის მიღება 8 კვირის ფეხმძიმისთვის?
მენსტრუაციული ციკლის გადაწევა
გამარჯობათ,ვარ ქალიშვილი.30 დეკემბერს მქონდა ბოლო ციკლი,როგორწ წესი მაქვს ხოლმე ყოველთვის თვის ერთსა და იმავე რიცხვში ციკლი გამოდის 30 დღიანი,დეკემბერში მენსტრუაცია მომივიდა 4 დღით გვიან.22 იანვარს შევამჩნიე მოვარდისფრო გამონადენი,ვგრდძნობ მუცლისა და წელის არეში სიმძიმეს.ანუ მენსტრუაცია აუცილებლად მომივა.22 თებერვალს მაქვს ჯვრისწერა და შემდეგი ციკლი თებერვალში ემთხვევა ზუსტად ამ პერიოდს.შესაძლებელია თუ არა დუფასტონის მიღება იმისთვის რომ მენსტრუაცია გადამიცდეს?ან არის თუ არა რაიმე პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი?